DGSA · ADR · საქართველოGeorgia

სახიფათო ტვირთის გადაზიდვა წესების დაცვით Dangerous goods transport by the rules

ვმუშაობთ თქვენი კომპანიის სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების მრჩევლად (DGSA): ვამზადებთ წლიურ ანგარიშს, ვამოწმებთ დოკუმენტაციას, შეფუთვასა და მარკირებას და ვატარებთ პერსონალის ტრენინგს ADR-ის მოთხოვნების შესაბამისად. We act as your company's Dangerous Goods Safety Adviser: annual reports, checks of documents, packaging and marking, and staff training in line with ADR requirements.

  • ცისტერნებიTankers
  • ტრაილერებიTrailers
  • შეფუთვაPackaging
  • მარკირებაMarking
  • ტრენინგიTraining
  • შემოწმებისთვის მომზადებაInspection readiness
9ADR-ის საშიშროების კლასიADR hazard classes
5 წელიyrsDGSA სერტიფიკატის მოქმედების ვადაDGSA certificate validity
1წლიური ანგარიში ყოველ კალენდარულ წელზეannual report per calendar year
ADR 2025მოქმედი რედაქცია, რომლითაც ვმუშაობთthe edition we work to
სიახლეებიNews

რა ხდება სახიფათო ტვირთების სფეროშიWhat's new in dangerous goods transport

SV ნიშანი / SV ტაბლო აირის ცისტერნებისთვის — ADR, მე-2 კლასიSV mark / SV panel for gas tanks — ADR class 2

ADR 2023-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აირის გადასაზიდ ცისტერნებს, კერძოდ, უსაფრთხოების სარქველებსა და მათ აღსანიშნავ ნიშანს ეხება. უსაფრთხოების სარქველები სავალდებულოა ადვილაალებადი აირების გადასაზიდი ყველა ცისტერნისთვის, ხოლო შეკუმშული, არაადვილაალებადი გათხევადებული ან გახსნილი აირების ცისტერნებისთვის ეს მოთხოვნა არასავალდებულოა. დამონტაჟებული უსაფრთხოების სარქველები უნდა შეესაბამებოდეს ADR-ის 6.8.3.2.9.1–6.8.3.2.9.5 ქვეპუნქტებს. გარდამავალი დებულებები ახალ მოთხოვნებზე გადასასვლელად მოქმედებს გარდამავალი დებულებები. 1.6.3.57 ქვეპუნქტის თანახმად, დამონტაჟებული ცისტერნები (ავტოცისტერნები) და სახსნელი ცისტერნები, რომლებიც დამზადდა 2024 წლის 1 იანვრამდე 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სარქველებთან დაკავშირებით 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედ მოთხოვნებს, შეიძლება კვლავ იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან დამზადებული ყველა ახალი ცისტერნა უნდა აღიჭურვოს უსაფრთხოების სარქველით და SV ნიშნით / SV ტაბლოთი. 1.6.3.60 ქვეპუნქტის თანახმად, დამონტაჟებულ ცისტერნებს (ავტოცისტერნებს) და სახსნელ ცისტერნებს, რომლებიც უკვე აღჭურვილია 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედი 6.8.3.2.9 ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისი უსაფრთხოების სარქველებით, 6.8.3.2.9.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშნის განთავსება არ სჭირდება 2023 წლის 31 დეკემბრის შემდეგ მომდევნო შუალედურ ან პერიოდულ შემოწმებამდე. ანუ უსაფრთხოების სარქველებით უკვე აღჭურვილ ცისტერნებზე SV ნიშანი უნდა განთავსდეს 2023 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველი პერიოდული შემოწმებიდან. SV ტაბლოს მახასიათებლები SV ტაბლოს / SV ნიშანს განსაზღვრული მახასიათებლები და დიზაინი აქვს, რომელიც უნდა იყოს დაცული. ყველაზე მნიშვნელოვანი: ის 15-წუთიან ხანძარს უნდა გაუძლოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი წებოვანი ნიშანი, ამოზნექილი ასოების გარეშე, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს (ADR 6.8.3.2.9.6). SV ტაბლოს ზომა ზომა დამოკიდებულია ცისტერნის ტიპსა და ტევადობაზე: • სტანდარტული SV ტაბლო — 250 × 250 მმ (ასოების სიმაღლე 125 მმ): ნებისმიერი ტევადობისა და ტიპის ცისტერნისთვის • შემცირებული SV ტაბლო — 120 × 120 მმ (ასოების სიმაღლე 65 მმ): სახსნელი ცისტერნებისა და კონტეინერ-ცისტერნებისთვის, ტევადობით არაუმეტეს 3000 ლიტრისა SV ტაბლოს განთავსება SV ტაბლო / SV ნიშანი მხოლოდ იმ ცისტერნებზე უნდა განთავსდეს, რომლებსაც ADR-ის მოთხოვნების შესაბამისი უსაფრთხოების სარქველები აქვს. • ავტოცისტერნები (დამონტაჟებული ცისტერნები): 250 × 250 მმ ნიშანი — უკანა მხარეს და ორივე გვერდზე • სახსნელი ცისტერნები და კონტეინერ-ცისტერნები, ≤ 3000 ლ: 120 × 120 მმ ნიშანი — ორივე გვერდზე • სახსნელი ცისტერნები და კონტეინერ-ცისტერნები, > 3000 ლ: 250 × 250 მმ ნიშანი — ოთხივე მხარეს წყარო: SERPAC (serpac.it). ქართულად თარგმნა ტრანსპორტის უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრმა.One of the most important new features of ADR 2023 concerns gas tanks, specifically safety valves and the mark that identifies them. Safety valves are mandatory for all tanks carrying flammable gases; for tanks carrying compressed gases, non-flammable liquefied gases or dissolved gases they are optional. The safety valves must comply with 6.8.3.2.9.1 to 6.8.3.2.9.5 ADR. Transitional provisions Under 1.6.3.57, fixed tanks (tank-vehicles) and demountable tanks constructed before 1 January 2024 in accordance with the requirements in force up to 31 December 2022, but not meeting the safety-valve requirements applicable from 1 January 2023, may still be used. Therefore all new tanks built on or after 1 January 2024 must have a safety valve and the SV mark / SV panel. Under 1.6.3.60, fixed and demountable tanks already fitted with safety valves meeting 6.8.3.2.9 as applicable from 1 January 2023 do not need to display the mark required by 6.8.3.2.9.6 until the next intermediate or periodic inspection after 31 December 2023. SV panel features The SV panel must withstand a 15-minute fire. A normal adhesive sticker without raised lettering does not meet this requirement (6.8.3.2.9.6 ADR). SV panel size • Regulated SV panel — 250 × 250 mm (letters 125 mm): any capacity and tank • Reduced SV panel — 120 × 120 mm (letters 65 mm): demountable tanks and tank containers ≤ 3000 L SV panel positioning The SV mark may only be affixed to tanks fitted with safety valves compliant with ADR. • Tank-vehicles (fixed tanks): 250 × 250 mm mark at the rear and on both sides • Demountable tanks and tank containers ≤ 3000 L: 120 × 120 mm mark on both sides • Demountable tanks and tank containers > 3000 L: 250 × 250 mm mark on all four sides Source: SERPAC (serpac.it). Georgian translation by the Transport Safety Consulting Center.

ADR-ის ნარინჯისფერი ტაბლოები: ზომა და განთავსებაADR orange panels: size and positioning

გზებზე ხშირად ვხვდებით ADR-ის მოთხოვნებით სახიფათო ტვირთის გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც სხვადასხვა ზომისა და განლაგების ნარინჯისფერი ტაბლოებია დამაგრებული. შევეცადოთ, ეს საკითხი დავაზუსტოთ. მთავარი გაუგებრობა, რაც ჯარიმების ძირითადი მიზეზიცაა, ნარინჯისფერი ტაბლოების ზომას ეხება. ხშირად ვხედავთ სატვირთო ავტომობილებს, ევაკუატორებს, ავტოცისტერნებს და სხვ., რომლებიც მცირე ზომის (300 × 120 მმ) ტაბლოებითაა აღნიშნული, მაშინ როცა მათზე 400 × 300 მმ ტაბლოს დამაგრება თავისუფლად შეიძლებოდა. თითქმის ყოველთვის შემცირებული ტაბლო ავტომობილის წინა მხარესაა, რაც საგზაო კონტროლის გამოცდილი თანამშრომლებისთვის ადვილად შესამჩნევია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საორიენტაციო მითითება. გახსოვდეთ: თუ სატრანსპორტო საშუალებაზე 400 × 300 მმ ტაბლოსთვის ადგილი არის, მისი გამოყენება სავალდებულოა. ტაბლოს ზომა ADR-ის მიხედვით ტაბლოს ზომა უნდა იყოს 400 × 300 მმ. 300 × 120 მმ-მდე შემცირება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე 400 × 300 მმ ტაბლოს დამაგრება შეუძლებელია. საორიენტაციო მაგალითები: • მაგალითი 1: წინ — 300 × 120 მმ; უკან — 400 × 300 მმ • მაგალითი 2: წინ — 400 × 300 მმ (300 × 120 მმ მხოლოდ მაშინ, თუ 400 × 300 მმ ტაბლოს დამაგრება შეუძლებელია); უკან — 400 × 300 მმ • მაგალითი 3: წინ — 400 × 300 მმ; უკან — 400 × 300 მმ ტაბლოს განთავსება ADR-ით მოთხოვნილი სხვა საინფორმაციო ელემენტების მსგავსად, ნარინჯისფერ ტაბლოზეც მკაცრი წესები ვრცელდება: ტაბლოს შემობრუნება (ვერტიკალურად დამაგრება) დაუშვებელია, რადგან მოთხოვნილი ზომაა 400 × 300 მმ. ტაბლოს შესაბამისობის შემოწმება (ორივე ზომისთვის) აუცილებელი მახასიათებლები: • ზომა 400 × 300 მმ ან 300 × 120 მმ • შუქამრეკლი (რეტრორეფლექსიური) მასალა • პლასტმასის ანჯამების გარეშე • 15-წუთიანი ცეცხლგამძლეობა ჯარიმების თავიდან ასაცილებლად: • ტაბლო ნეიტრალური უნდა იყოს, ყოველგვარი კომერციული აღნიშვნის გარეშე • ანჯამები ლითონის უნდა იყოს — პლასტმასი ხანძრისას დადნება • მაგნიტური ტაბლო დაუშვებელია — სიცხისგან ის ავტომობილს მოსცილდება წყარო: SERPAC (serpac.it). ქართულად თარგმნა ტრანსპორტის უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრმა.We often see ADR transport vehicles on the road carrying orange panels of various sizes and orientations. Let's clarify this point. The main misunderstanding, and the main reason for fines, concerns the size of the orange panels. Trucks, tow trucks, tank trucks and other vehicles are often marked with small 300 × 120 mm panels even though a 400 × 300 mm panel would fit. The reduced panel is almost always on the front of the vehicle, where roadside enforcement officers easily spot it. Below are some indicative guidelines. Remember: if there is room on the vehicle for the 400 × 300 mm panel, it must be used. Panel size Under ADR the panel must measure 400 × 300 mm. It may be reduced to 300 × 120 mm only if the vehicle does not allow the 400 × 300 mm panel to be affixed. Indicative examples: • Example 1: front 300 × 120 mm; back 400 × 300 mm • Example 2: front 400 × 300 mm (300 × 120 mm only if the 400 × 300 mm panel cannot be affixed); back 400 × 300 mm • Example 3: front 400 × 300 mm; back 400 × 300 mm Panel positioning As with other ADR signalling elements, strict rules apply: the orange panel cannot be rotated, because the required size is 400 × 300 mm. Compliance check (both sizes) Essential features: • Size 400 × 300 mm or 300 × 120 mm • Retroreflective material • No plastic hinges • 15-minute fire resistance To avoid fines: • The panel must be neutral, with no commercial references • Hinges must be metal — plastic would melt • Magnetic panels are not allowed — heat makes them fall off the vehicle Source: SERPAC (serpac.it). Georgian translation by the Transport Safety Consulting Center.

ADR სახიფათო ტვირთების საძიებო პლატფორმა ამოქმედდაThe ADR Dangerous Goods Searching Platform is live

ტრანსპორტის უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრმა შექმნა ADR-ის სახიფათო ტვირთების ჩამონათვალისა და საძიებო პლატფორმა. პლატფორმაზე ქართულ ენაზეა განთავსებული ADR 2025-ის ცხრილი A — 2 939 ჩანაწერი. რას იძლევა პლატფორმა: • ძებნა UN ნომრით, დასახელებით ან კოდით • ფილტრი კლასისა და შეფუთვის ჯგუფის მიხედვით • თითოეული ნივთიერებისთვის ცხრილი A-ს ყველა სვეტი: კლასი, კლასიფიკაციის კოდი, შეფუთვის ჯგუფი, საშიშროების ნიშნები, სპეციალური დებულებები, შეფუთვა, ცისტერნები, გვირაბის კოდი და სხვა • ნარინჯისფერი ტაბლოსა და საშიშროების ნიშნების ვიზუალური ჩვენება • ყოველი სვეტის განმარტება • ერთობლივი დატვირთვის (შეთავსებადობის) შემოწმება, მათ შორის I კლასის თავსებადობის ჯგუფებისთვის • ცისტერნის კოდების გაშიფვრა • მოსახერხებელია კომპიუტერზე, პლანშეტსა და ტელეფონზე პლატფორმა ხელმისაწვდომია ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის. წვდომის მისაღებად დაგვიკავშირდით.The Transport Safety Consulting Center has launched a platform for listing and searching ADR dangerous goods. It contains ADR 2025 Table A in Georgian: 2,939 entries. What the platform offers: • Search by UN number, name or code • Filters by class and packing group • Every Table A column for each substance: class, classification code, packing group, hazard labels, special provisions, packaging, tanks, tunnel code and more • Visual orange plate and hazard labels • An explanation for every column • Mixed-loading (compatibility) checks, including class 1 compatibility groups • Tank code decoding • Works on computers, tablets and phones The platform is available to the Center's contractor organisations. Contact us to get access.

ADR-ის წიგნი გაციფრულდაThe ADR book has been digitised

პირველად საქართველოში, ტრანსპორტის უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაციფრულდა ADR 2025-ის ორივე ტომი (I და II). ელექტრონული წიგნი ხელმისაწვდომია ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის. რას იძლევა ელექტრონული წიგნი: • ორივე ტომი ერთ ადგილას, დაყოფილი ნაწილებად და თავებად • ძებნა მთელ დოკუმენტში: პუნქტის ნომრით (მაგ. 1.4.2), შეფუთვის ინსტრუქციით (P001) ან ნებისმიერი სიტყვით • ნაპოვნი სიტყვები მონიშნულია, მათ შორის გადასვლა ღილაკებით ხდება, გვერდით მენიუში კი ჩანს, რომელ თავებშია შედეგი • პუნქტებზე მითითებები აქტიური ბმულებია: ერთი დაჭერით გადადიხართ საჭირო პუნქტზე • წინა და შემდეგ თავზე სწრაფი გადასვლა • ღია და მუქი რეჟიმი, ბეჭდვა • მოსახერხებელია კომპიუტერზე, პლანშეტსა და ტელეფონზე • ტექსტი ცენტრალიზებულად ახლდება და ყველა მომხმარებელი უახლეს ვერსიას ხედავს წვდომის მისაღებად დაგვიკავშირდით.For the first time in Georgia, the Transport Safety Consulting Center has digitised both volumes of ADR 2025 (I and II). The e-book is available to the Center's contractor organisations. What the e-book offers: • Both volumes in one place, divided into parts and chapters • Search across the whole text: by clause number (e.g. 1.4.2), packing instruction (P001) or any word • Matches are highlighted, you jump between them with buttons, and the side menu shows which chapters contain them • Clause references are live links that take you straight to the clause • Quick moves to the previous and next chapter • Light and dark mode, printing • Works on computers, tablets and phones • The text is updated centrally, so every user sees the latest version Contact us to get access.

გზებზე დაიწყო სახიფათო ტვირთების გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლიRoadside checks of dangerous goods vehicles have begun

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა გზებზე დაიწყო სახიფათო ტვირთების გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლი. შემოწმებისას შესაძლოა გადამოწმდეს: • კაბინაში არსებული დოკუმენტები: სატრანსპორტო დოკუმენტი, წერილობითი ინსტრუქციები, მძღოლის ADR მოწმობა • ნარინჯისფერი ტაბლოები, საშიშროების ეტიკეტები და პლაკატები • ტვირთის შეფუთვა და დამაგრება • ცეცხლმაქრები და ეკიპაჟის აღჭურვილობა ტრანსპორტის უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრი დაგეხმარებათ შემოწმებისთვის მომზადებაში: ვატარებთ იმიტირებულ შემოწმებას და ხარვეზებს წინასწარ ვასწორებთ.Under Georgian legislation, the relevant service of the LEPL Land Transport Agency has started roadside checks of goods vehicles carrying dangerous goods. A check may cover: • Documents on board: transport document, instructions in writing, driver ADR certificate • Orange plates, hazard labels and placards • Packaging and load securing • Fire extinguishers and crew equipment The Transport Safety Consulting Center can help you prepare: we run a mock inspection and fix the gaps in advance.

ADR 2025 სრულად ძალაშიაADR 2025 is now fully in force

2025 წლის 1 ივლისიდან გარდამავალი პერიოდი დასრულდა და სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადაზიდვისას სავალდებულოა ADR 2025-ის რედაქციის მოთხოვნები. დაგვიკავშირდით, თუ გსურთ თქვენი დოკუმენტაციისა და პროცედურების შემოწმება ახალ რედაქციასთან შესაბამისობაზე.Since 1 July 2025 the transition period has ended, and the ADR 2025 edition is mandatory for road transport of dangerous goods. Contact us if you want your documents and procedures checked against the new edition.

სერვისებიServices

ყველაფერი, რასაც ADR მრჩევლისგან მოითხოვსEverything ADR expects from an adviser

შეგვიძლია ვიყოთ თქვენი დანიშნული გარე მრჩეველი ან დავეხმაროთ თქვენს შიდა სპეციალისტს.We can be your appointed external adviser or support your in-house specialist.

DGSA მომსახურება აუთსორსინგითOutsourced DGSA

ვინიშნებით თქვენს მრჩევლად, ვაკონტროლებთ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას და ვიძლევით რეკომენდაციებს.We are appointed as your adviser, monitor every dangerous-goods operation and give practical recommendations.

წლიური ანგარიშიAnnual report

ვამზადებთ კომპანიის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და ვინახავთ მას საჭირო ვადით.We prepare the annual report on your company's activities and keep it for the required period.

შემთხვევის ანგარიშიAccident reports

ავარიის ან ინციდენტის შემდეგ ვადგენთ ანგარიშს, ვაანალიზებთ მიზეზებს და ვგეგმავთ პრევენციას.After an accident or incident we write the report, analyse causes and plan prevention.

კლასიფიკაცია და დოკუმენტაციაClassification and documents

UN ნომრის, კლასისა და შეფუთვის ჯგუფის განსაზღვრა, სატრანსპორტო დოკუმენტი, წერილობითი ინსტრუქციები.UN number, class and packing group, transport document, instructions in writing.

შეფუთვა, ნიშანდება, ეტიკეტებიPackaging, marking, labels

ვამოწმებთ UN-სერტიფიცირებულ შეფუთვას, ეტიკეტებს, ნარინჯისფერ ტაბლოებსა და პლაკატებს.We check UN-approved packaging, labels, orange plates and placards.

ტრენინგი და დაცვის გეგმაTraining and security plan

პერსონალის ტრენინგი, მძღოლების მომზადება ADR გამოცდისთვის და მაღალი რისკის ტვირთების დაცვის გეგმა.Staff training, driver preparation for the ADR exam, and security plans for high-consequence goods.

მომზადება კონტროლისა და მონიტორინგისთვისReadiness for inspections and monitoring

ვამზადებთ კომპანიას, მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებებს საგზაო და საწარმოო შემოწმებისთვის, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს და არ მოხდეს ჯარიმა ან ტვირთის გაჩერება.We prepare your company, drivers and vehicles for roadside and on-premises inspections, so every requirement is met and you avoid fines or detained loads.

დეტალურადDetails
Police officer inspecting a tank trailer with orange plate 336/2381 and class 3, 6.1 and environmentally hazardous labels
336 / 2381 · 3 · 6.1
კონტროლი და მონიტორინგიInspections and monitoring

შემოწმება არ უნდა იყოს მოულოდნელიAn inspection should never be a surprise

ვატარებთ იმიტირებულ შემოწმებას იმავე ჩეკლისტით, რომლითაც ინსპექტორი მუშაობს, ვასწორებთ ხარვეზებს და ვამზადებთ დოკუმენტების სრულ პაკეტს.We run a mock inspection with the same checklist an inspector uses, fix the gaps, and put together a complete document pack.

  • კაბინაში საჭირო დოკუმენტები: სატრანსპორტო დოკუმენტი, წერილობითი ინსტრუქციები, მძღოლის ADR მოწმობა, დაშვების მოწმობაDocuments on board: transport document, instructions in writing, driver ADR certificate, certificate of approval
  • ცეცხლმაქრები და ეკიპაჟის აღჭურვილობაFire extinguishers and crew equipment
  • ტაბლოები, პლაკატები, ეტიკეტები და ცისტერნის შემოწმების ვადებიPlates, placards, labels and tank test dates
  • დამაგრება, შეთავსებადობა და ტვირთის რაოდენობაSecuring, mixed loading and quantities
  • მძღოლების ინსტრუქტაჟი: როგორ მოიქცნენ შემოწმებისასDriver briefing: how to handle an inspection
  • ხარვეზების გამოსწორების გეგმა და განმეორებითი შემოწმებაCorrective action plan and follow-up check
რას ვამოწმებთWhat we check

ცისტერნიდან ეტიკეტამდეFrom the tanker to the label

ყველა ეტაპზე, სადაც სახიფათო ტვირთი თქვენს ხელშია.Every stage where dangerous goods are in your hands.

Tanker rear with orange plate 90/3082, class 9 label and environmentally hazardous mark
90 / 3082

ცისტერნებიTankers

ცისტერნის კოდი და დაშვებული ნივთიერებები, ADR ცისტერნის სერტიფიკატი, შევსება/დაცლა, პლაკატები და ნარინჯისფერი ტაბლოები. მაგ.: 80/1789 — მარილმჟავა.Tank codes and permitted substances, tank approval, filling and discharge, placards and orange plates. Example: 80/1789, hydrochloric acid.

Row of trucks with blank orange plates

ტრაილერები და შეფუთული ტვირთიTrailers and packaged loads

დატვირთვა და დამაგრება, შეთავსებადობა, ზღვრული რაოდენობების დათვლა, ცეცხლმაქრები და აღჭურვილობა. შეფუთულ ტვირთზე საკმარისია ცარიელი ნარინჯისფერი ტაბლო წინ და უკან.Loading and securing, mixed-loading rules, threshold calculations, extinguishers and equipment. Packaged loads need blank orange plates front and rear.

Drum, gas cylinder, jerrican, can and box with hazard labels

შეფუთვაPackaging

ყუთები, ბარელები, IBC კონტეინერები: ვამოწმებთ, შეესაბამება თუ არა შეფუთვის ინსტრუქციას, UN კოდს და შეფუთვის ჯგუფს (I, II, III).Boxes, drums, IBCs: we check they match the packing instruction, UN code and packing group (I, II, III).

Orange plate 40/1361 with class 4.2 placard
40 / 1361 · 4.2

მარკირება და ეტიკეტირებაMarking and labelling

ნარინჯისფერი ტაბლო, საშიშროების ეტიკეტები და პლაკატები, UN ნომერი და შეფუთვის კოდი. მაგ.: 40/1361 — ნახშირი, კლასი 4.2 (თვითაალებადი).Orange plates, hazard labels and placards, UN number and packaging code. Example: 40/1361, carbon, class 4.2 (spontaneously combustible).

Two inspectors checking a box truck with orange plate before loading packaged dangerous goods
ადგილზე შემოწმებაOn-site checks

ვამოწმებთ რეისამდე, და არა ავარიის შემდეგWe check before the trip, not after the accident

  • სატრანსპორტო დოკუმენტი და წერილობითი ინსტრუქციებიTransport document and instructions in writing
  • ტაბლოები, პლაკატები და ეტიკეტებიPlates, placards and labels
  • ტვირთის განთავსება, დამაგრება, შეთავსებადობაStowage, securing, mixed-loading rules
  • მძღოლის ADR მოწმობა და ეკიპაჟის აღჭურვილობაDriver ADR certificate and crew equipment
9 კლასი9 classes

ვმუშაობთ ADR-ის ყველა კლასთანWe cover every ADR class

ADR hazard labels, classes 1 to 9
  • კლასიClass 1ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობებიExplosive substances and articles
  • კლასიClass 2აირებიGases
  • კლასიClass 3ადვილაალებადი სითხეებიFlammable liquids
  • კლასიClass 4.1ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები, თვითრეაქტიული ნივთიერებები და მყარი, დესენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებებიFlammable solids, self-reactive substances and solid desensitized explosives
  • კლასიClass 4.2თვითაალებისკენ მიდრეკილი ნივთიერებებიSubstances liable to spontaneous combustion
  • კლასიClass 4.3ნივთიერებები, რომლებიც წყალთან შეხებისას გამოყოფს ადვილაალებად აირებსSubstances which, in contact with water, emit flammable gases
  • კლასიClass 5.1მჟანგავი ნივთიერებებიOxidizing substances
  • კლასიClass 5.2ორგანული ზეჟანგებიOrganic peroxides
  • კლასიClass 6.1ტოქსიკური ნივთიერებებიToxic substances
  • კლასიClass 6.2ინფექციური ნივთიერებებიInfectious substances
  • კლასიClass 7რადიოაქტიური მასალაRadioactive material
  • კლასიClass 8კოროზიული ნივთიერებებიCorrosive substances
  • კლასიClass 9სხვადასხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობებიMiscellaneous dangerous substances and articles
სწრაფი შემოწმებაQuick check

სჭირდება თუ არა თქვენს კომპანიას DGSA?Does your company need a DGSA?

უპასუხეთ სამ კითხვას. შედეგი წინასწარია და იურიდიულ დასკვნას არ ცვლის.Answer three questions. The result is preliminary and is not a legal opinion.

1. აგზავნით, ფუთავთ, ტვირთავთ, ავსებთ, გადაზიდავთ ან ცლით სახიფათო ტვირთს საავტომობილო ტრანსპორტით?1. Do you consign, pack, load, fill, carry or unload dangerous goods by road?

2. ყველა გადაზიდვა ჯდება ADR-ით დადგენილ ზღვრულ რაოდენობებში, ან მხოლოდ შეზღუდული/გამონაკლისი რაოდენობებია?2. Are all shipments within the ADR quantity thresholds, or only limited/excepted quantities?

3. გადაზიდვები რეგულარულია (არა ერთჯერადი)?3. Are the shipments regular (not one-off)?

როგორ ვმუშაობთHow we work

პირველი შეხვედრიდან წლიურ ანგარიშამდეFrom first meeting to annual report

აუდიტიAudit

ვსწავლობთ თქვენს ტვირთებს, მარშრუტებს, ავტოპარკს და მიმდინარე პროცედურებს.We review your goods, routes, fleet and current procedures.

დანიშვნაAppointment

ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ვხდებით თქვენი ოფიციალური მრჩეველი.We sign an agreement and become your formally appointed adviser.

გამოსწორებაCorrective plan

ვასწორებთ ხარვეზებს: დოკუმენტები, ინსტრუქციები, ტრენინგი, აღჭურვილობა.We close the gaps: documents, instructions, training, equipment.

მონიტორინგი და ანგარიშიMonitoring and report

პერიოდული შემოწმებები მთელი წლის განმავლობაში და წლიური ანგარიში.Regular checks throughout the year, then the annual report.

Firefighters responding to a leak from a tank truck
ავარია და ინციდენტიAccidents and incidents

თუ რამე მოხდა, გვერდით ვართIf something happens, we are there

ვამზადებთ შემთხვევის ანგარიშს, ვეხმარებით კომპანიას ინფორმაციის მიწოდებაში შესაბამისი უწყებებისთვის და ვადგენთ გეგმას, რომ იგივე აღარ განმეორდეს.We write the accident report, help you inform the authorities, and set out a plan so it does not happen again.

  • შემთხვევის ანგარიშიAccident report
  • ანგარიშგება ავარიის შესახებReporting occurrences
  • ეკიპაჟის წერილობითი ინსტრუქციებიInstructions in writing for the crew
ცნობარიReference

მრჩევლის ძირითადი მოვალეობებიThe adviser's core duties

მოთხოვნაRequirementრას ვაკეთებთWhat we do
წესების დაცვის მონიტორინგიMonitoring complianceოპერაციების რეგულარული შემოწმება ადგილზეRegular on-site checks of operations
წლიური ანგარიშიAnnual reportანგარიშის მომზადება ხელმძღვანელობისთვის და შენახვა 5 წლითReport to management, kept for 5 years
შემთხვევის ანგარიშიAccident reportანგარიში ავარიის შემდეგ, რომელმაც დააზიანა ადამიანი, ქონება ან გარემოReport after an accident affecting people, property or environment
პერსონალის ტრენინგიStaff trainingტრენინგის ჩატარება და ჩანაწერების წარმოებაDelivering training and keeping records
დაცვის გეგმაSecurity planმაღალი რისკის ტვირთებისთვის გეგმის შემუშავებაPlans for high-consequence dangerous goods
FAQ

ხშირად დასმული კითხვებიFrequently asked questions

ვინ არის DGSA?What is a DGSA?

სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების მრჩეველი არის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც კომპანიას ეხმარება ADR-ის მოთხოვნების დაცვაში და რისკების შემცირებაში.A Dangerous Goods Safety Adviser is a certified specialist who helps a company comply with ADR and reduce risk.

შეიძლება მრჩეველი გარე კომპანიიდან იყოს?Can the adviser be external?

დიახ. ADR უშვებს როგორც შიდა თანამშრომელს, ისე გარე მრჩეველს, თუ მას აქვს მოქმედი სერტიფიკატი.Yes. ADR allows either an employee or an external adviser, provided they hold a valid certificate.

რამდენ ხანს მოქმედებს DGSA სერტიფიკატი?How long is a DGSA certificate valid?

5 წელი. ვადის გაგრძელებისთვის მრჩეველი ბოლო წელს აბარებს განმეორებით გამოცდას.Five years. To renew, the adviser passes a refresher exam in the final year.

რა ღირს მომსახურება?What does it cost?

ფასი დამოკიდებულია ტვირთის კლასებზე, მოცულობაზე და ოპერაციების რაოდენობაზე. პირველი კონსულტაცია უფასოა.It depends on the classes, volumes and number of operations. The first consultation is free.

კონტაქტიContact

დაგვიკავშირდითGet in touch

პასუხს ვცემთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.We reply within one working day.

ტელეფონიPhone+995 500 05 11 04
ელფოსტაEmailinfo@dgsa.ge
მისამართიAddressალ. ყაზბეგის 12ა, თბილისი, საქართველო12a Al. Kazbegi, Tbilisi, Georgia
სამუშაო საათებიHoursორშ–პარ 10:00–16:00Mon–Fri 10:00–16:00

ან მოგვწერეთ პირდაპირ: info@dgsa.geOr write to us directly: info@dgsa.ge

მთავარიHome